23 წლის ქართველის მებრძოლი ილია თოფურია UFC-ში მორიგ შეხვედრას ჩაატარებს. ქართველი სპორტსმენის მეტოქე დაუმარცხებელი რუსი სპორტსმენი მოვსარ ევლოევი იქნება, ბრძოლა 23 იანვარს გაიმართება.
ახალგაზრდა სპორტსმენმა სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტი განათავსა:
“მე აქამდე იმისთვის არ მოვსულვარ, რომ მხოლოდ აქამდე მოვსულიყავი”

როგორც ჩანს ელ მატადორი საკმაოდ მოტივირებულია და გამარჯვება, ქართველი გულშემატკივრების გახარებასთან ერთად ძალიან სურს.
ცნობისთვის, ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენი ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში 2020 წლიდან ასპარეზობს და ის ოქტაგონზე უკვე სამჯერ ვიხილეთ და სამივეჯერ დადებით შედეგს მიაღწია.





