საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი, გურამ კაშია კარიერას ბრატისლავას „სლოვანში“ გააგრძელებს. ინფორმაციას სლოვაკური გამოცემა – sportnet.sme.sk ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, კლუბმა 33 წლის ფეხბურთელთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
საგულისხმოა, რომ „სლოვანის“ მთავარი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი, ვლადიმირ ვაისია. გუნდში დანიშვნის შემდეგ ვაისმა პირველად სწორედ კაშიას ტრანსფერი განახორციელა.
ბრატისლავას „სლოვანი“ სლოვაკეთის მოქმედი ჩემიონია, შესაბამისად, გურამი ახალ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.





