საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ექიმი, ნუცა შამათავა ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბოლო ცნობებს ავრცელებს.
მისი თქმით, „ბორჯღალოსნების“ მთავარი მწვრთნელი ამ დრომდე სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და მასზე ინტენსიური მეთვალყურეობაა დაწესებული.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს კორონავირუსი სამხრეთ აფრიკული შეკრების დროს დაუდასტურდა. მაისაშვილი ამ დრომდე იოჰანესბურგში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.








