NBA-ს რეგულარულ სეზონში გოგა ბითაძის “ინდიანა” სტუმრად “პორტლენდს ” დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, 4 ქულის სხვაობით – 110:106 დამარცხდა.
გოგა ბითაძე პარკეტზე მეორე მეოთხედის ბოლოსკენ გამოჩნდა, 3:39 წუთი ითამაშა და 4 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა.
ქართველმა ცენტრმა ერთი სამიანი ააცილა, საშუალო დისტანციიდან კი ერთხელ ისროლა და ჩააგდო. ასევე ორივე საჯარიმოც გამოიყენქ. გოგა მეტოქეზე ერთხელ დაჯარიმდა, ბურთი კი არცერთხელ დაუკარგავს.
ინდიანა “პეისერსს” ამ სეზონში 3 მოგება და 7 მარცხი აქვს.
ბითაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 8 ნოემბერს, სტუმრად „საკრამენტო კინგსთან“ გამართავს.





