NBA-ს რეგულარულ სეზონში ინდიანა “პეისერსი” სტუმრად შარლოტ “ჰორნეტსთან” 3 ქულის სხვაობით 121:118 დამარცხდა.
გოგა ბითაძემ მოედანზე ჯამში 21:36 წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. მან 4 სამქულიანიდან ზუსტად მხოლოდ ერთი, 4 ორქულიანიდან 2 და 8 საჯარიმოდან ოთხი ქულა ჩააგდო. გოგა ორჯერ დაჯარიმდა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 14-ს გაუტოლდა.
ინდიანა “პეისერსი” 6 მოგებით და 11 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას გოგა ბითაძის გუნდი შინ 21 ნოემბერს, ნიუ ორლეან “პელიკანსთან” გამართავს.








