გერმანულ გამოცემა Bild-მა გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ საინტერესო სტატია დაწერა. გერმანელი ჟურნალისტებმა ყურადღება ქართველი ფეხბურთელის კარგ თამაშზე გაამახვილეს.
“გიორგი ჩაკვეტაძემ სწრაფად აჩვენა, რისი გაკეთებაც შეუძლია. დარმშტადტისა და ჰაიდენჰაიმის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრებში, “გენტიდან” იჯარით გადმოსულმა ქართველმა ფეხბურთელმა თავის წარმოჩენა კარგად შეძლო.” – წერია Bild-ის სტატიაში.
ტიმ ვალტერს გიორგის გამოყენება ნახევარდაცვის ხაზში და ფლანგზეც შეუძლია, თუმცა, ამ პოზიციებზე სასტარტოში ადგილები დაკავებულია. ამიტომ, გიორგი ჰამბურგის სათადარიგოთა სკამიდან შეტევის გაძლიერების მთავარი კანდიდატი გახლავთ, ჩაკი ვალტერის მთავარი ჯოკერია.
“მას ჯერ კიდევ სჭირდება გარკვეული დრო, რომ მიაღწიოს თავის უმაღლეს დონეს. ის მოდის იმ გარემოდან, სადაც ხშირად არ გამოუყენებიათ. სადაც ამ ბოლო დროს ასე ბედნიერი არ იყო. შეგიძლიათ გითხრათ, რომ ბიჭი ახლა ყვავის, მაგრამ ჯერ არ არის 100 პროცენტით მზად. მას ცოტა მეტი დრო სჭირდება“. – ვალტერის სიტყვებს Bild ციტირებს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძე “ჰამბურგს” ბელგიური “გენტიდან” 6-თვიანი იჯარით შეუერთდა.








