70 წლის სპეციალისტი ბერნარ შალანდი საქართველოსთან მარცხის შემდეგ, კოსოვოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავასუფლეს. ინფრომაცია ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა.
შალანდის გაწვრთნილმა ნაკრებმა ოქტომბერში ორი მატჩი ჩაატარა, სტუმრად შვედეთის წინააღმდეგ 0:3 დამარცხდნენ, სახლში კი საქართველოს ნაკრებთან მატჩი ანგარიშით 1:2 დათმეს.
70 წლის სპეციალისტი კოსოვოს ნაკრებს 2018 წლიდან წვრთნიდა და გუნდი ევროპის ერთა ლიგის ნახევარფინალში გაიყვანა.


