საქართველოს ჩემპიონმა ბათუმის “დინამომ” სერბი ლეგიონერები – მილან რადინი და სტეფან დენკოვიჩი ოფიციალურად გააფორმა.
30 წლის მილან რადინი, საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს. მან ბათუმის “დინამოსთან” 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის გასულ სეზონში “დინამო თბილისში” თამაშობდა და ქართველი გულშემატკივარი სერბ ფეხბურთელს კარგად იცნობს. რადინმა ეროვნული ლიგის გასულ სეზონში 31 შეხვედრა ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი მიითვალა.
რაც შეეხება 30 წლის თავდამსხმელს, სტეფან დენკოვიჩს ის გასულ სეზონში ყაზახურ “კაისარში” თამაშობდა და 28 მატჩში 2 გოლი გაიტანა, ასევე 3 საგოლე პასიც მიითვალა.
დენკოვიჩი სხვადასხვა დროს ბელგრადის “ცრვენა ზვეზდაში”, სერბულ და მონტენეგროულ გუნდებში თამაშობდა, ასევე უნგრული პუშკაშ აკადემიის წევრიც გახლდათ.





