ეროვნულ ლიგაში პაუზის შემდეგ დინამო ბათუმმა პირველი მატჩი ჩაატარა სამტრედიას დაძაბულ ბრძოლაში 3:1 მოუგო.
პირველ ტაიმში “დინამო” ბათუმის უპირატესობა აშკარა იყო, მოედანზე საუკეთესო კი სამტრედიელთა მეკარე ბექა ქურდაძე გახლდათ, რომელმაც ფანტასტიკურად ითამაშა. ბათუმელები მე-16 წუთზე დაწინაურდნენ. მარცხენა ფლანგიდან გიორგი ნავალოვსკის ჩაწოდების შემდეგ ანდრო გიორგაძემ ბურთის მოგერიება სცადა, მაგრამ საკუთარ კარში ჩაჭრა და ავტოგოლი მიითვალა. 28-ე წუთზე კი ანგარიში გათანაბრდა, ამჯერადაც ავტოგოლის წყალობით, რომელიც გაგი მარგველაშვილის ანგარიშზეა და 1:2.
შესვენების შემდეგ მასპინძლები ისევ აქტიურობდნენ და დასაწყისშივე ჰქონდა რამდენიმე სახიფათო მომენტი, მაგრამ ქურდაძე ისევ ბრწყინვალედ თამაშობდა და კარს კარგად იცავდა. თუმცა, სამტრედიელთა მეკარემ 81-ე წუთზე ვერაფერი მოახერხა. ირაკლი აზაროვის პასით ლადო მამუჩაშვილმა საჯარიმოს გარედან ერთი შეხებით დაარტყა და ულამაზესი გოლი გაიტანა – 2:1. ბათუმელებმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ ბოლო წუთზე მე-3 გოლიც გაიტანეს. ლაშა შინდაგორიძის პასით გიორგი ნიქაბაძემ ახლო მანძილიდან დალაშქრა სტუმართა კარი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1.
დინამო ბათუმი ეროვნულ ლიგაში ამ გამარჯვებით პირველ პიზიციაზეა. გია გეგუჩაძის გუნდი 23-ე ტურში 16 აგვისტოს, “საბურთალოს” სტუმრად შეხვდება. “სამტრედია” კი 10 ქულით მე-10 ადგილზეა და 13 აგვისტოს თბილისის “ლოკომოტივს” უმასპინძლებს.





