საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, ბათუმის „დინამო“ თურქული შეკრების მეორე ეტაპს იწყებს. ახალ სეზონამდე გია გეგუჩაძის გუნდი ოთხ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს:
5 თებერვალი – ბელგრადის პარტიზანი
8 თებერვალი – ყაზანის რუბინი
11 თებერვალი – ლვოვის ლვივი
14 თებერვალი – ტალინის ლევადია
შეგახსენებთ, რომ თურქულ შეკრებაზე ბათუმის „დინამომ“ ორი ამხანატური მატჩი გამართა. 20 იანვარს დინამოელებმა პოზნანის „ლეხი“ 2:1 დაამარცხეს, 23 იანვარს კი „რაკოვთან“ ფრედ, 3:3 ითამაშეს.
20 თებერვალს გია გეგუჩაძის გუნდი საქართველოს სუპერ თასის მატჩში „საბურთალოს“ შეხვდება, 25 თებერვალს კი საკუთარ მოედანზე ეროვნული ლიგის პირველ ტურში ბოლნისის „სიონს“ დაუპირისპირდება.





