კატალონიის “ბარსელონას” დროებითი მწრვთნელი სერჟი ბარჟუანი იქნება. ესპანურმა კლუბმა ინფრომაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ბარჟუანი “ბარსელონა B”-ს მწვრთნელია და მთავარ გუნდს იქამდე უხელმძღვანელებს, სანამ კლუბი რონალდ კუმანის შემცვლელს ვერ იპოვის.
რონალდ კუმანი კი ჟოან ლაპორტამ “რაიო ვალეკანოსთან” მარცხის შემდეგ გაათავისუფლა, ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციას თანახმად, კლუბს კუმანისთვის კომპენსაციის სახით 10-12 მილიონამდე ევროს გადახდა მოუწევს.
რაც შეეხება ბარჟუანს, საფეხბურთო კარიერაში ესპანელი სპეციალისტი 1988-1990 წლებში “ბარსელონას” ღირსებას იცავდა, სამწვრთნელო კარიერაში კი სხვადასხვა ესპანურ გუნდში უმუშავია, “ბარსა B”-ს კი 2021 წლიდან წვრთნის.
LATEST NEWS | Sergi Barjuan, new interim manager of FC Barcelona
More info: https://t.co/XhkvtE1q9L pic.twitter.com/IV77rw7vXP
— FC Barcelona (@FCBarcelona) October 28, 2021





