უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში მყოფმა ბარსელონამ 2021/2022 წლების სეზონისთვის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც 765 მილიონ ევროს შეადგენს. აღნიშნული ინფორმაცია კატალონიურმა გრანდმა გაავრცელა.
ამ დროისთვის, “ბარსელონას” ვალი საერთო ჯამში 1,35 მილიარდ ევროს შეადგენს, რაც კლუბის ისტორიაში რეკორდული თანხაა.
მოგეხსენებათ, რომ მძიმე ფინანსური კრიზისის და ვალების გამო “ბარსელონამ” ლიონელ მესისთან ახალი კონტრაქტის გაფორმება ვერ შეძლო.








