„ბარსელონა“ ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის გამარჯვებულია. „ლიგა ენდესას“ ფინალში შარუნას იასიკევიჩუსის გუნდი მადრიდის „რეალს“ შეხვდა და 19 ქულის სხვაობით, 92:78 დაამარცხა.
მატჩის საუკეთესო კალათბურთელი ნიკოლა მიროტიჩი გახდა. მონტერეგროელმა კალათბურთელმა კატალონიელებს 27 ქულით და 5 მოხსნით ულიდერა.
„ბარსელონას“ საკალათბურთო კლუბისთვის ეს ისტორიაში მე-19 ტიტულია.








