გორელი სუმოისტი, ბაკო ხატისკაცი ევროპის თასის გამარჯვებულია.
აღნიშნული ტურნირი სუმოში დღეს, 12 მარტს ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ჩატარდა.
ხატისკაცმა ოქროს მედალი აბსოლუტურ წონით კატეგორიაში მოიპოვა. მის ანგარიშზე კიდევ ერთი ვერცხლის მედალია – მძიმე წონაში.
აქვე გეტყვით, რომ ბაკო ხატისკაცმა ევროპის თასი რუსეთში 2021 წელსაც მოიგო.






