მიუნხენის ბაიერნის ოფიციალურმა გვერდმა, გუნდის გულშემატკივრებისთვის სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა.
გუნდს რობერტ ლევანდოვსკის შემდეგ სერჟ გნაბრიც გამოაკლდა. გერმანელ შემტევს კორონავირუსი დაუდასტურდა, თვითიზოლაციაშია და პსჟ-სთან გასამართ მატჩს გამოტოვებს.
Serge Gnabry ist positiv auf das Coronavirus getestet worden. Dem Stürmer des FC Bayern geht es gut. Er befindet sich in häuslicher Isolation.
— 🏆🏆🏆 FC Bayern 🏆🏆🏆 (@FCBayern) April 6, 2021
25 წლის ფეხბურთელი ბაიერნში 2017 წელს, 8 მილიონი ევროს სანაცვლოდ, ვერდერიდან გადავიდა. მიუნხენური გრანდის მაისურით ჩატარებულ 122 შეხვედრაში, გერმანელი შემტევი, 46 გოლითა და 28 საგოლე გადაცემით გამოირჩა.
გნაბრიმ ბაიერნთან ერთად, ორჯერ ბუნდესლიგა, ორჯერ გერმანიის თასის, ხოლო ერთხელ კი, ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა.





