გერმანულ Sport1 ძალიან საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. მიუნხენის ბაიერნი, ლაიპციგის მთავარი მწვრთნელით იულიან ნაგელსმანით ინტერესდება და სეზონის დასრულების შემდეგ, მთავარ კანდიდატად მოიაზრებენ.
როგორც ცნობილია, ამ დროისთვის ლაიპციგს მიუნხენელთაგან არანაირი შეთავაზება არ მიუღიათ. ამის მიუხედავად, კლუბს სპეციალისტის შესაძლო წასვლის ეშინია, რადგან პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ჰანს-დიტერ ფლიკი გერმანიის ნაკრების მწვრთნელის პოსტზე ინიშნება.
ლაიფციგს არ სურს ნაგელსმანის გაშვება, მაგრამ თუ ბაიერნი დიდ დაინტერესებას გამოთქვამს და მისთვის გუნდის ჩაბარებას მოიწადინებენ, ისინი მწვრთნელის სანაცვლოდ 15-20 მილიონ ევროს მოითხოვენ.
ნაგელსმანი არ ბი ლაიფციგს 2019 წლიდან წვრთნის. მანამდე იგი ჰოფენჰეიმის დამრიგებლად მუშაობდა. მწვრთნელი სულ რათაც 33 წლისაა.





