რაგბის კავშირში ჩატარებული არჩევნები, რომელშიც ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, საჯარო რეესტრმა უკანონოდ სცნო და ის პრეზიდენტად არ დაამტკიცა.
არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ სხვა კანდიდატმა, ბაჩო ხურციძემ დააყენა, მისი განცხადებით ყრილობა დარღვევებით ჩატარდა და ის ახლიდან უნდა გაიმართოს.
„30 დეკემბერს უკანონო არჩევნები ჩატარდა, რაც მე არაერთხელ ვთქვი და ეს რეესტრის გადაწყვეტილებით დადასტურდა კიდეც. ეს გადაწყვეტლება, ნებისმიერი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში იგივე იქნებოდა.
ვფიქრობ, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ხელახალი არჩევნების დანიშვნაა. ჩვენ მოვუწოდებთ ლეგიტიმურ გამგეობას, მოიწვიოს ყრილობა და დანიშნოს ახალი არჩევნები, მხოლოდ ეს დაასრულებს იმ დაპირისპირებას და ლანძღვას, რასაც ამდენი ხანია ვუყურებთ.
იმ შემთხვევაში, თუ აბუსერიძე-სვანიძის ალიანსი, საჯარო რეესტრში რაიმე სახის დოკუმენტს და ეს ორგანო მათ დაარეგისტრირებს, ერთს პრეზიდენტად და მეორეს გამგეობის წევრად, პირობას გაძლევთ, რომ სასამართლოში არ წავალ, თუმცა ამის უფლება მაქვს.
ჩემი თვითმიზანი პრეზიდენტობა არასდროს ყოფილა, მაგრამ კანონს ყველანი უნდა დავემორჩილოთ და თავიდანვე ვამბობდი, რომ ეს არაკანონიერი იყო.
თუ ბატონ აბუსერიძეს აქვს რაიმე დოკუმენტი, რაც სიტუაციას შეცვლის, წარადგინოს და ყველაფერი დასრულდება, ვფიქრობ ყველას ეს გვინდა.“ – განაცხადა ხურციძემ.





