დინამო თბილისი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს ნეფთჩის დაუპირისპირდება. კახა ცხადაძის გუნდი 6 ივნისს მეტოქეს თბილისში უმასპინძლებს, 13-ში კი სტუმრად ეთამაშება.
აზერბაიჯანულ მედიაში მომავალ დაპირისპირებას აქტიურად განიხილავენ. აზერბაიჯანის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ზაურ რამაზანოვმა ნეფთჩის შანსებსა და კახა ცხადაძის ფაქტორზე ისაუბრა, რომელსაც აზერბიაჯანში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.
“ბარიერი ჩვენებმა უნდა გაიარონ. აზერბაიჯანის საკლუბო ფეხბურთის დონე გაცილებით მაღალია ქართველებისაზე.იქ ძირითადად ადგილობრივი ფეხბურთელები გამოდიან. ჩვენი ლეგიონერების დონე კი უფრო მაღალია. ერთადერთი, რამაც შესაძლოა სირთულეები შეგვიქმნას, ეს კახა ცხადაძის ფაქტორია. ის რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა აზერბაიჯანში და კარგად ვიცით მისი შესაძლებლობების შესახებ. ის ძალიან ცბიერია, შეუძლია თამაშის მიმდინარეობისას მოხერხებულად შეცვალოს სისტემა. ფეხურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს “, – ამბობს რამაზანოვი.
52 წლის კახა ცხადაძე აზერბაიჯანში 2008-14 წლებში, სტანდარდსა და ინტერში მუშაობდა.





