რეკლამა
Primesport.ge
ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ქართული სპორტი
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • ეროვნული ლიგა
    • ქართული ფეხბურთი
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • ევროპის ჩემპიონატი
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • ფუტსალი
    • სხვა
  • კალათბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • საქართველოს სუპერლიგა
    • მსოფლიო კალათბურთი
    • NBA
    • ევროლიგა
    • ევრობასკეტი
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • სხვა
  • ჩოგბურთი
    • ქართული
    • ATP
    • WTA
  • რაგბი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • დიდი 10
    • 8 ერი
    • მსოფლიო თასი
    • რაგბის ევროპის ჩემპიონატი
    • მსოფლიო რაგბი
    • სხვა
  • ჭიდაობა
    • ძიუდო
    • თავისუფალი
    • ბერძნულ-რომაული
    • სუმო
    • სხვა
  • სხვა
    • PRIMESPORT
    • ისტორიები
    • პოდკასტი
    • რუბრიკა
    • ოლიმპიზმი
    • MMA
    • კრივი
    • ძალოსნობა
    • ჭადრაკი
    • ავტოსპორტი
    • ცურვა
    • წყალბურთი
    • ხელბურთი
    • ფრენბურთი
    • მძლეოსნობა
    • ფარიკაობა
    • ტანვარჯიში
    • კარატე
    • მკლავჭიდი
    • ზამთრის სახეობები
    • სხვა სახეობები
  • ვიდეოები
  • მთავარი
  • ქართული სპორტი
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • ეროვნული ლიგა
    • ქართული ფეხბურთი
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • ევროპის ჩემპიონატი
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • ფუტსალი
    • სხვა
  • კალათბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • საქართველოს სუპერლიგა
    • მსოფლიო კალათბურთი
    • NBA
    • ევროლიგა
    • ევრობასკეტი
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • სხვა
  • ჩოგბურთი
    • ქართული
    • ATP
    • WTA
  • რაგბი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • დიდი 10
    • 8 ერი
    • მსოფლიო თასი
    • რაგბის ევროპის ჩემპიონატი
    • მსოფლიო რაგბი
    • სხვა
  • ჭიდაობა
    • ძიუდო
    • თავისუფალი
    • ბერძნულ-რომაული
    • სუმო
    • სხვა
  • სხვა
    • PRIMESPORT
    • ისტორიები
    • პოდკასტი
    • რუბრიკა
    • ოლიმპიზმი
    • MMA
    • კრივი
    • ძალოსნობა
    • ჭადრაკი
    • ავტოსპორტი
    • ცურვა
    • წყალბურთი
    • ხელბურთი
    • ფრენბურთი
    • მძლეოსნობა
    • ფარიკაობა
    • ტანვარჯიში
    • კარატე
    • მკლავჭიდი
    • ზამთრის სახეობები
    • სხვა სახეობები
  • ვიდეოები
No Result
View All Result
Primesport.ge
No Result
View All Result

ფუტსალის ნაკრები ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ესპანეთს შეხვდება

20:14 2022/01/28
0 0
156
SHARES
869
VIEWS
გაზიარება Facebook-ზე

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის შეხვედრას ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, 29 იანვარს გამართავს.

აზერბაიჯანთან და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მოგებული მატჩების მსგავსად, ევრო 2022-ის ერთ-ერთ ფავორიტთან გასამართ შეხვედრასაც გრონინგენის მარტინი პლაზა უმასპინძლებს. წინა მატჩებისგან განსხვავებით, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით საქართველო-ესპანეთის მატჩს ათასამდე გულშემატკივარი დაესწრება. თამაშამდე ერთი დღით ადრე გუნდებმა ბოლო ვარჯიში გამართეს. პრესკონფერენცია კვლავ ონლაინ რეჟიმში შედგა.

ავთანდილ ასათიანი (საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი):

“განწყობა, როგორც ყოველთვის, საბრძოლო გვაქვს. ხვალინდელ შეხვედრაში პირველი ადგილის ბედი წყდება. საქმე ძალიან რთულ მეტოქესთან გვაქვს. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანიც და ბოსნია-ჰერცეგოვინაც ძლიერი გუნდები არიან, თუმცა ესპანეთი ევროპის ჩემპიონატის ფავორიტია.

დასაკარგი არაფერი გვაქვს და უნდა ვეცადოთ, რომ პირველი ადგილი დავიკავოთ, რადგან მეორე პოზიცია უკვე დაბევებული გვაქვს. ეს ფსიქოლოგიურად გვეხმარება და კარგ ხასიათზე ყოფნის საშუალებას გვაძლევს. ზედმეტი წნეხის გარეშე კი, დიდი ალბათობაა, რომ უკეთ ვითამაშოთ. ელისანდროს თაობაზე ექიმების დასკვნას ველით. ამის შემდეგ გვეცოდინება რისი იმედი შეიძლება გვქონდეს.

ნაწილობრივ მაინც მეოთხედფინალისკენ ვიყურებით. რამდენიმე მოთამაშეს მიკრო ტრავმა აქვს, რამდენიმეს – ბარათი. ასე რომ, ბალანსი უნდა დავიჭიროთ, რომ ამ თამაშმა კარგ შედეგამდე მიგვიყვანოს. ვეცდებით, მოვიპოვოთ ის ქულა, რომელიც პირველ ადგილზე გასვლის საშუალებას მოგვცემს, თუმცა როდესაც უკვე გასული ხარ, არ შეიძლება მთელი ენერგია და ძალა აქ ჩავტოვოთ. სიფრთხილე გვმართებს, თუმცა როდესაც ესპანეთს დონის მოწინააღმდეგე გყავს, ძალების დაზოგვით თამაში ძალიან ძნელია. ასე რომ, ბალანსი უნდა ვიპოვოთ. მეტოქეს ძალიან დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენი გზა გვაქვს და ჩვენი უნდა ვეცადოთ.

ვიცით, რომ პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაში С ჯგუფის მეორეადგილოსანს შევხვდებით, ხოლო მარცხის შემთხვევაში რუსეთთან მოგვიწევს თამაში. ესპანეთის მსგავსად, რუსეთიც ძალიან ძლიერი ნაკრებია, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ასარჩევად საქმე არ გაქვს. პირიქით, აქ ყოფნა დიდი ბედნიერებაა და ძლიერ მეტოქეს უბრალოდ ვერ ავცდებით”.

თალეს ფეიტოსა (საქართველოს ფუტსალის ნაკრების წევრი):

“გუნდში საუკეთესო ატმოსფეროა. თითქმის 5 წელია ნაკრების წევრი ვარ და ამის ნაკლებობა არასდროს ყოფილა. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე ვართ და როდესაც გუნდს 6 ქულა აქვს. ამის სიტყვებით გადმოცემა საკმაოდ ძნელია.

ესპანეთის წინააღმდეგ რთულ და გამორჩეულ თამაშს ველით. საუკეთესო თვისებები უნდა ვაჩვენოთ, რადგან პლეი ოფში უკვე გასულები ვართ და ეს თამაში საშუალებას გვაძლევს მეოთხედფინალამდე საკმაოდ ძლიერ გუნდთან წარმოვაჩინოთ ჩვენი შესაძლებლობები. ეს დიდი მოტივაციაა თითოეული ფეხბურთელისთვის.

ესპანეთის ნაკრები ერთ-ერთი საუკეთესოა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გამორჩეული გუნდია შემადგენლობის მხრივ. ასეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში ჩვენთვის დიდი გამოწვევა იქნება. ქულის აღების შემთხვევაში პირველ ადგილს დავიკავებთ. გვინდა, რომ ეს მატჩი ჩვენი ისტორიის და მომავლის თამაში იყოს. ამიტომ, არ ვუშინდებით და მზად ვართ ამ გამოწვევისთვის, რასაც ესპანეთთან, ასეთ დიდ გუნდთან თამაში ჰქვია“.

შოთა თოფურია (საქართველოს ფუტსალის ნაკრების წევრი):

“ევროპის ჩემპიონატზე გასვლა უდიდესი წარმატება იყო ჩვენი ქვეყნისთვის. ბიჭებს წარმოდგენა გვქონდა, რომ შეგვეძლო ამ ორი თამაშის მოგება, თუმცა ზოგს ეს შეუძლებლადაც მიაჩნდა. ყველაფერი ჩავდეთ, მწვრთნელების დავალებები გავითავისეთ და გავახარეთ ჩვენი ქვეყანა, ოჯახები. ბიჭების სახელით, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივარს. მათ მხარდაჭერას ვგრძნობთ და ეს ძალიან გვახარებს”.

ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მიღებული ტრავმის შემედეგ, შეძლებს თუ არა ელისანდრო ესპანეთთან შეხვედრაში მონაწილეობას, მატჩის დღეს გახდება ცნობილი.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 17 ფეხბურთელით გაემგზავრა. 14 მოთამაშისგან შემდგარი სამატჩო განაცხადი კი პირველი ტურის შემდეგ უცვლელია:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (კემი, ფინეთი)

წინა ხაზი: შაგინია (პალმა, მალიორკა, ესპანეთი), ელისანდრო (ბრაგა, პორტუგალია), ბრუნო პეტრი ბრანკო (ხაენი, ესპანეთი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), რონინიო (ჰალე-გოოიკი, ბელგია), ვილიანი (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ირაკლი თოდუა (თელასი, თბილისი, საქართველო), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი, საქართველო), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი, საქართველო), გიორგი ღავთაძე (სიბირიაკი, რუსეთი), ვახტანგ კეკელია (სიპარი, ტაჯიკეთი).

სამი ფეხბურთელი, ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი, საქართველო), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი, თბილისი, საქართველო) და ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი, თბილისი, საქართველო) ესპანეთთან განაცხადში არ იქნებიან და გუნდთან ერთად მომდევნო მატჩებისთვის მოემზადებიან.

თეგები საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები
Giorgi Gelashvili

Giorgi Gelashvili

დაკავშირებული სიახლეები

ფუტსალი

VIDEO | რუსეთის ჰიმნის დროს ქართველმა კომენტატორებმა შემადგენლობების გამოცხადება დაიწყეს

1 თებერვალი, 2022 20:13
ფუტსალი

ავთანდილ ასათიანი: მთელი ძალები მეოთხედფინალში უნდა დავხარჯოთ

30 იანვარი, 2022 13:07
ფეხბურთი

საქართველო 0:8 ესპანეთი (მიმოხილვა)

29 იანვარი, 2022 22:27
ფუტსალი

ავთანდილ ასათიანი: ევროპის ჩემპიონატზე ყოფნა დიდი ბედნიერებაა და ძლიერ მეტოქეს უბრალოდ ვერ ავცდებით

28 იანვარი, 2022 20:38

პოპულარული

  • მინდოდა ყველას დაენახა, რომ ქართველები ბრძოლაში უკან არ იხევენ! – ინტერვიუ მსოფლიოს ჩემპიონ მიხეილ ბექაურთან

    1379 გაზიარებები
    გაზიარება 552 Tweet 345
  • რა თანხა გამოიმუშავა ბასილაშვილმა ვენის ტურნირზე ასპარეზობით

    645 გაზიარებები
    გაზიარება 258 Tweet 161
  • ჩემს ძმას რომ ჰგავს ლაშა, დედა მასზე გიჟდება, ხმაც კი მისნაირი აქვს… – ლაშა ბექაურის დედის ინტერვიუ

    599 გაზიარებები
    გაზიარება 240 Tweet 150
  • 39 წლის ზლატანი შვედეთის ნაკრებს უბრუნდება და საქართველოს წინააღმდეგ ითამაშებს!

    149 გაზიარებები
    გაზიარება 60 Tweet 37
  • ნგანუმ მიოჩიჩი გათიშა – კამერუნელი ნანატრი ქამრის მფლობელია! (VIDEO)

    168 გაზიარებები
    გაზიარება 67 Tweet 42

რეკომენდირებული

ძიუდო

მინდოდა ყველას დაენახა, რომ ქართველები ბრძოლაში უკან არ იხევენ! – ინტერვიუ მსოფლიოს ჩემპიონ მიხეილ ბექაურთან

9 თებერვალი, 2022 16:52
ჩოგბურთი

რა თანხა გამოიმუშავა ბასილაშვილმა ვენის ტურნირზე ასპარეზობით

28 ოქტომბერი, 2021 13:56
ძიუდო

ჩემს ძმას რომ ჰგავს ლაშა, დედა მასზე გიჟდება, ხმაც კი მისნაირი აქვს… – ლაშა ბექაურის დედის ინტერვიუ

9 თებერვალი, 2022 14:47

Powered By My Software © 2020 PRIMESPORT.GE - ყველა უფლება დაცულია

12+

ნავიგაცია

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ქართული სპორტი
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • ეროვნული ლიგა
    • ქართული ფეხბურთი
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • ევროპის ჩემპიონატი
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • ფუტსალი
    • სხვა
  • კალათბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • საქართველოს სუპერლიგა
    • მსოფლიო კალათბურთი
    • NBA
    • ევროლიგა
    • ევრობასკეტი
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • სხვა
  • ჩოგბურთი
    • ქართული
    • ATP
    • WTA
  • რაგბი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • დიდი 10
    • 8 ერი
    • მსოფლიო თასი
    • რაგბის ევროპის ჩემპიონატი
    • მსოფლიო რაგბი
    • სხვა
  • ჭიდაობა
    • ძიუდო
    • თავისუფალი
    • ბერძნულ-რომაული
    • სუმო
    • სხვა
  • სხვა
    • PRIMESPORT
    • ისტორიები
    • პოდკასტი
    • რუბრიკა
    • ოლიმპიზმი
    • MMA
    • კრივი
    • ძალოსნობა
    • ჭადრაკი
    • ავტოსპორტი
    • ცურვა
    • წყალბურთი
    • ხელბურთი
    • ფრენბურთი
    • მძლეოსნობა
    • ფარიკაობა
    • ტანვარჯიში
    • კარატე
    • მკლავჭიდი
    • ზამთრის სახეობები
    • სხვა სახეობები
  • ვიდეოები

Powered By My Software © 2020 PRIMESPORT.GE - All rights reserved

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In