ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „ატლეტიკოსა“ და ლონდონის „ჩელსის“ მერვედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა ნეიტრალურ მოედანზე, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, Arena Nationala-ზე გაიმართება.
მიზეზი მადრიდში, კორონავირუსით გამოწვეული მძიმე ეპიდვითარება გახდა. გართულებების თავიდან აცილების მიზნით ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ მსგავსი გადაწყვეტილება ლაიპციგი-ლივერპულისა და გლადბახი-სიტის შეხვედრებშიც მიიღო. აღნიშნულ წყვილებში პირველი შეხვედრები ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე“ ჩატარდება.





