მოზამბიკის ნაკრების 28 წლის ფეხბურთელი, რეინილდო მანდავა კარიერას მადრიდის “ატელტიკოში” გააგრძელებს. ინფორმაციას ესპანური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მანდავა დიეგო სიმეონეს გუნდს “ლილიდან” შეუერთდა. გამოცდილმა ფებხურთელმა ახალ გუნდთან კონტრაქტს ხელი 2025 წლის ზაფხულამდე მოაწერა.
რეინილდო მადრიდულ გუნდში 28-ნომრიან მაისურის მოირგებს.
“ატლეტიკომ” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ზიმბაბველი მცველის დამატებით მეორე ფეხბურთელი შეიძინა, მადრიდელებს რამოდენიმე დღის წინ დანიელ ვასი შეუერთდა.
რეინილდო მანდავამ მიმდინარე სეზონში “ლილის” მაისურით ჩატარებულ 27 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.
🤝 Acuerdo con el Lille para el traspaso del defensa mozambiqueño, que ha firmado su contrato hasta 2025 🙂
👋 ¡Bienvenido a la familia rojiblanca!
🔗 https://t.co/51i6q6nc2k pic.twitter.com/GiHGJrFzH9
— Atlético de Madrid (@Atleti) January 31, 2022








