UFC 257-ის ცენტრალურ ორთაბრძოლაში კონორ მაკგრეგორი დასტინ პორიეს წინააღმდეგ დამარცხდა. ამერიკელმა მებრძოლმა კონორს მეორე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით მოუგო. საგულისხმოა, რომ აქამდე, ირლანდიელი მებრძოლი ტექნიკური ნოკაუტით არ დამარცხებულა.
მაკგრეგორის მარცს სოციალურ ქსელ Twitter-ში გამოეხმაურა ხაბიბ ნურმაგომედოვი:
„ეს მაშინ ხდება, როდესაც გუნდს იცვლი, ტოვებ იმ სპარინგ პარტნიორებს, რომლებმაც შენ ჩემპიონი გაგხადა და იწყებ ვარჯიშს ბავშვებთან, რეალობიდან საკმაოდ შორს ცხოვრობ“, – წერს ხაბიბი.
This is what happened, when you change your team, leave the sparring partners who made you a champion and sparring with little kids, far away from reality.
— khabib nurmagomedov (@TeamKhabib) January 24, 2021
ნურმაგომედოვს ირლანდილემა ორთაბრძოლის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა:
„სისულელეა, მე ისევ ის გუნდი მყავს, რომელიც თავიდანვე მყავდა. ერთი კითხვა მაწუხებს: როდემდე ილაპარაკებს შორიდან და როდის დაბრუნდება? მე მზად ვარ და ველოდები! – თქვა კონორმა.







