28 მარტს საქართველოს ნაკრები ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს. რომ არა ნოემბერში მიღებული ტრავმა, დიდი ალბათობით ქართველი გულშემატკივარი თბილისში ანსუ ფატისაც იხილავდა.
ახლა კი, „ბარსელონას“ 18 წლის ტალანტი კვლავ ნოემბერში გაწყვეტილი მენისკის პრობლემებს ებრძვის, ფატიმ, აღნიშნული დაზიანება შარშან ნოემბერშ „ბეტისთან“ დაპირისპირების დროს მიიღო. მაშინ, კატალონიური გრანდის სამედიცინო შტაბმა განაცხადა, რომ ფეხბურთელი მინიმუმ 4 თვეს იუქმებდა და მოედანს მარტში დაუბრუნდებოდა.
როგორც ჩანს, ანსუ ფატის „ბარსელონას“ და ზოგადად ფეხბურთის ქომაგები მოედანზე ალბათ კიდევ საკმაო ხანს ვერ იხილავე. ახალგაზრდა ესპანელ ფეხბურთელს მუხლზე მესამე ოპერაცია ესაჭიროება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია.
ანსუ ფატიმ, ნოემბრამდე კატალონიური გრანდის რიგებში 10 მატჩის გამართვა და 5 გოლის გატანა მოასწრო.





