ევროლიგის 27-ე ტურში თორნიკე შენგელიას „ცსკა“-მ თელ-ავივში „მაკაბის“ 84:80 სძლია.
ცსკა მესამე პერიოდის შემდეგ 16 ქულით იყო წინ. მასპინძლებმა სხვაობის შემცირება მოახერხეს, თუმცა საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ.
თოკომ პარკეტზე 21:08 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა (5-დან 2 ორქულიანი, 2-დან 0 სამქულიანი, 6-დან 4 საჯარიმო), 2 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 9 იყო.
ცსკა-მ 26 ჩატარებული მატჩიდან 18 მოიგო, მეორე ადგილზეა. მოსკოველი არმიელები მომდევნო მატჩს 4 მარტს გასვლაზე „ანადოლუ ეფესს“ დაუპირისპირდებიან.








