დოჰაში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო მასტერზე ქართულ დელეგაციას უმაღლესი სინჯის მედლის მოპოვების პირველი შანსი აქვს!
-81 კგ წონითი კატეგორიის ნახევარფინალში ტატო გრიგალაშვილი კორეელ შუნგო ლის შეხვდა და შთამბეჭდავად მოუგო.
ახალგაზრდა სპორტსმენმა მეტოქე ჯერ ვაზარზე დასვა. შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე კი ბეჭებზეც გააკრა და სუფთა გდებით გაიმარჯვა.
ფინალურ ჭიდილში გრიგალაშვილის მეტოქე ჰოლანდიელი ფრენკ დე ვიტი იქნება. გადამწყვეტი ბლოკი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.





