მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს ტურნირზე მონაწილეობას მსოფლიოს ყველაზე ძლიერი მამაკაცი, ლაშა ტალახაძე იღებს.
ცოტა ხნის წინ დასრულდა ატაცში გამოსვლა, სადაც ტალახაძემ ოქროს მედალი მოიპოვა და ახალი მსოფლიო რეკორდიც დაამყარა!
პირველ მისვლაზე ქართველმა ძალოსანი 211 კილოგრამს წარმატებით შეეჭიდა, მეორე მისვლაზე 217 კილოგრამით გალიდერდა, მესამე მისვლაზე კი 222 კგ ასწია და თავისივე დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა.








