იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში წლის მეორე სუპერტურნირი ჰარუ ბაშო მიმდინარეობს.
ტურნირის მეთერთმეტე დღეს, ქართველი მეშვიდე მაეგაშირა ტოჩინოშინი, მეთერთმეტე მაეგაშირა ჩიოტაირიუს დაუპირისპირდა.
ლევანი მძლავრი ტაჩიაის მქონე მეტოქეს შესანიშნავად დაუხვდა და დალისხმიერ ბრძოლაში ჰატაკიკომის ილეთით იმარჯვა.
ტოჩინოშინი ხვალ პირველ მაეგაშირა ტაკარაფუჯის დაუპირისპირდება, რომელსაც საშინელი ბაშო აქვს და მხოლოდ ერთი ბრძოლა მოიგო, დანარჩენებში კი დამარცხდა.





