გიორგი ჩაკვეტაძის “ჰამბურგმა” “კარლრუესთან” ფრედ 2:2 ითამაშა, მეტოქე პენალტების სერიაში დაამარცხა და გერმანიის თასის ნახევარფინალში გავიდა.
აღნიშნულ გამარჯვებაში ჩაკვემ დიდი წვლილი შეიტანა. ქართველი შემტევი გერმანული კლუბის ძირითად შემადგენლობაში პირველად იყო და ეს შანსიც კარგად გამოიყენა. მატჩის მიმდინარეობისას გიორგი მარცხენა ფლანგზე გაიჭრა და თავის თანაგუნდელს მარცხენა ფეხით ზუსტად გათვლილი და ეფექტური პასი გაუკეთა, რაც ლოგიკურად გოლით დასრულდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, გიორგი ჩაკვეტაძემ ინსტაგრამის სთორიში ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: “არა ომს, დიდება უკრაინას!”.









