38 წლის იტალიელი მეკარე ანტონიო მირანტე კარიერას მილანში გააგრძელებს. ინფორმაცია იტალიურმა კლუბმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
როსონერიმ ვეტერანი მეკარე თავისუფალი აგენტის სტატუსით შეიძინა. ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტს ხელი სეზონის ბოლომდე მოაწერა.
მილანელებთა პირველი მეკარე მაიკ მენიო 2 თვით იუქმებს, იტალიელებმა გამოცდილი მეკარის შეძენა სწორედ ამ მიზეზით გადაწყვიტეს.
მირანტეს სხვადასხვა დროს “იუვენტუსში” “კროტონეში” “სიენაში” “სამპდორიაში” “პარმაში” “ბოლონიასა” და “რომაში” უთამაშია.
Official Statement: Antonio Mirante ➡ https://t.co/4VvkwYANrA
Comunicato Ufficiale: @MIRANTE83 ➡ https://t.co/c7xTiB7GhD#NewPlayerUnlocked #SempreMilan pic.twitter.com/wqm1peCJyy
— AC Milan (@acmilan) October 13, 2021

