კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩში “ანორთოსისმა” შინ “ბეერ შევა” მიიღო და ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
ეს იმას ნიშნავს, რომ თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი “ანორთოსის”, სადაც გიორგი ლორია და ნიკა კაჭარავა თამაშობენ კონფერენს ლიგის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებენ.
საქართველოს ნაკრების მეკარემ კვიპროსულ გუნდში 90 წუთი ჩაატარა, ნიკა კაჭარავამ კი მთელი თამაში სათადარიგოთა სკამზე გაატარა.
ფამაგუსტა “ანორთოსისი” ევროტურნირზე მეექვსედ იასპარეზებს, აქამდე კვიპროსულ გუნდს 2008/2009 წელს ჩემპიონთა ლიგაზე და 2009/2010, 2010/2011, 2011/2012, 2012/2013 წლებში ევროპა ლიგაზე უასპარეზია.





