ძიუდოში, თბილისში მიმდინარე გრანდ-სლემის გათამაშების მეორე საშეჯიბრო დღეს, პირველის მსგავსად ოქროს მედლის მოპოვების შანსი აღარ არის.
შეგახსენებთ, გუშინ ჩემპიონი თემურ ნოზაძე გახდა, ხოლო ვაჟა მარგევლაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედლები დაისაკუთრეს.
ამჯერად, ქართველი ძიუდოისტები ბრინჯაოს მედლებს შეუტევენ. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი და ნაკრების ახალბედა წევრი ალეკო მამიაშვილი იჭიდავებენ.
81 კილოგრამში კი ბრინჯაოს მედლისთვის დოჰას მასტერსის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი იჭიდავებს, რომელიც ნახევარფინალამდე კი გავიდა, მაგრამ იქ წააგო.
დღეს ასევე ბედი ფრიდონ გიგანმა, თორნიკე გვიჩიანმა, გიორგი შერაზადიშვილმა, დიმიტრი გოჩილაძემ და გიგა გიგაურმა სცადეს, თუმცა ხელი მოეცარათ.





