უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე, 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ალეკო მამიაშვილი ნახევარფინალში გავიდა.
ალეკომ პირველ წრეში დაისვენა, 1/16 ფინალში ბულგარელ სპორტსმენს მოუგო, 1/8 ფინალში ბელრუსი მეტოქე დაამარცხა, 1/4 ფინალში კი მასპინძელ სპორტსმენს სძლია და ნახევარფინალში გავიდა.
ალეკოსთან ერთად ნახევარფინალში გიორგი თუთაშვილი იასპარეზებს. საქართველოს სახელით დღეს ასევე ეთერ ლიპარტელიანი და ნატალია ყიფშიძემ გამოვიდნენ, რომლებიც სამწუხაროდ ასპარეზობას მალევე გამოეთიშნენ.
მამიაშვილის მეტოქე ნახევარფინალში მოლდოველი სპორტსმენი იქნება.





