ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებულმა, ლაშა ბექაურმა გუშინ თიაქარის ოპერაცია გაიკეთა და ამ დრომდე კლინიკაში მკურნალობს.
ქართველმა სპორტსმენმა სოციალურ ქსელში ჰოსპიტალიდან ვიდეო გაავრცელა, რომელიც არცერთ ქართველს გულგრილს არ დატოვებს.
ლაშას მოსანახულებლად ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი, ზურაბ კახაბრიშვილი მივიდა, რაზეც ბექაური წერს: „ის ახლახანს ჩამოფრინდა საქართველოში და პირველად ჩემს მოსანახულებლად მოვიდა“.







