საქართველოს ნაკრებისა და “გენტის” 22 წლის ფეხბურთელი, გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას “ჰამბურგში” გააგრძელებს.
გერმანულმა კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა და ქართველი შემტევიც წარადგინა.
გიორგი ჩაკვეტაძეს გაფორმების შემდეგ “ჰამბურგის” ტვიტერის ოფიციალურმა გვერდმა პოსტი გამოაქვეყნა: “ახალი გულშემატკივრები ყოველთვის მისასალმებელია ჰამბურგში”, – წერს გერმანული კლუბი ტვიტერზე.






