26-28 ნოემბერს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში ძიუდოს გრან სლემი გაიმართება. აღნიშნულ ტურნირზე საქართველოს სახელით მონაწილეობას მხოლოდ ლაშა შავდათუაშვილი მიიღებს.
IJF-მა შეჯიბრის დაწყებამდე ლაშა შავდათუაშვილის შესახებ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა:
“ლაშა შავდათუაშვილს ძიუდოს სამყაროში ძალიან კარგად იცნობენ. ის არის VIP მომხმარებელი. აბუ-დაბი მისთვის არის შანსი, რომ წელი არაჩვეულებრივად დაასრულოს, რომელშიც მან ასევე მოიგო ოლიმპიური ვერცხლი და მსოფლიოს ჩემპიონატი.” – წერია IJF-ის სტატიაში
შეგახსნებეთ, რომ აბუ-დაბის გრან სლემი 2021 წელს ძიუდოს მსოფლიოს ტურის დასკვნითი ტურნირი იქნება.







