საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების სარაგბო დაპირისპირება წუთიერი დუმილით დაიწყო.
ორჯღალოსნებმა სახელწმიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ, აშშ-ში გარდაცვლილი 27 წლის მორაგბის, გიორგი ლომთაძის ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.
შეგახსენებთ, რომ „ლელო სარასენსის“ და საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე, გიორგი ლომთაძე რამდენიმე კვირის წინ აშშ-ში მოულოდნელად გარდაიცვალა.





