ხვალიდან აშშ-ის ქალაქ მაიამიში ტრადიციული საჩოგბურთო მასტერსი გათამაშებაში, ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილიც ჩაერთვება.
ნიკოლოზ ბასილაშვილს ორგანიზატორებმა 27-ე განთესვა მიანიჭეს, ხოლო წილისყრამ პირველ წრეში საკვალიფიკაციო ეტაპიდან გადმოსული ერთ-ერთი ჩოგბურთელი არგუნა, რომლის ვინაობაც ჯერ ცნობილი არ არის. გამარჯვების შემთხვევაში, ბასილაშვილი მეორე ეტაპზე სავარაუდოდ შვედ მიქაელ იმერს გაეჯიბრება, რომელიც რეიტინგის 95-ე ნომერია.
ამასთან, ცნობილი გახდა ტურნირის საპრიზო ფონდიც, რომელიც 4,299,205 დოლარს შეადგენს. ასე, რომ წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში ნიკა მსოფლიო რეიტინგში დაწინაურებასთან ერთად, სოლიდურ თანხასაც მიიღებს.
ასევე, წლევანდელ მაიამის მასტერსს ნებისმიერ შემთხვევაში ახალი გამარჯვებული ეყოლება. გეცოდინებათ, შარშან აღნიშნული ტურნირი კორონავირუსის პანდემიის გამო არ ჩატარდა, ხოლო 2019 წელს ჩემპიონი როჯერ ფედერერი გახდა.
მაიამის მასტერსზე მესამე ეტაპი გამოჩნდა – ნიკოლოზ ბასილაშვილს წილისყრაში გაუმართლა





