როგორც იქნა, ინდიანა პეისერსის მთავარმა მწვრთნელმა ნეიტ ბიორკენმა, მილუოკისთან უშანსოდ წაგებულ მატჩში, ახალგაზრდა ქართველ ცენტრს გოგა ბითაძეს, შედარებით სოლიდური სათამაშო დრო გამოუყო და მან ეს კიდევ ერთხელ გამოიყენა.
ბიორკენმა 21 წლის ქართველს ამჯერად პარკეტზე 19 წუთის გატარების უფლება მისცა და მან ამ სეზონში 10-ქულიან ნიშნულს მესამედ მიაღწია.
გოგამ 10-დან 4 სროლა ჩააგდო – აქედან ერთი ზუსტი სამქულიანი გახლდათ (3 მცდელობიდან). გარდა ამისა, მან ერთი საჯარიმოც გამოიყენა. ამას ბითაძემ 5 მოხსნა (3 შეტევაში, 2 დაცვაში) და ერთი დაფარებაც დაუმატა.
GOGA 👌 pic.twitter.com/IexwllJEo8
— Indiana Pacers (@Pacers) March 23, 2021
იმედი ვიქონიოთ, გოგას ბევრად მეტი სათამაშო დრო მიეცემა, რადგან უკვე რიგი ამერიკული გამოცემებიც იმას წერენ, რომ ახალგაზრდა ქართველი ამას იმსახურებს და ლიმიტირებული დროის მიუხედავად, ის თავის გამოჩენას ყოველთვის ახერხებს.








