ლოს ანჯელეს ლეიკერსის სუპერვარსკვლავი თავდამსხმელი ლებრონ ჯეიმსი, კალიფორნიულ გუნდს გაურკვეველი დროით გამოაკლდა, მან ტერფი დაიზიანა.
ჯეიმსმა პარკეტი ატლანტთან (94:99) მატჩის მეორე მეოთხედის დასრულებამდე 10 წუთით ადრე მეტოქე თავდამსხმელ სოლომონ ჰილთან შეჯახების შემდეგ დატოვა. გასახდელში შესულმა ლებრონმა იმედგაცრუებისგან სავარძელი გადააგდო.
LeBron James went down with an injury, and stayed in to shoot a 3-pointer.
He then left the game shortly after, knocking over a chair in frustration.pic.twitter.com/3qwZvNvDa1
— Sporting News (@sportingnews) March 20, 2021
„იმაზე მეტად არაფერი მაბრაზებს და მწყინს, ვიდრე ის, როცა ჩემი თანაგუნდელების დახმარება არ შემიძლია! ახლა ტკივილს შიგნიდან და გარედან განვიცდი. აღდგენის გზა იწყება. მალე დავბრუნდები, ისე, თითქოს არც წავსულვარ.”- დაწერა ლებრონმა საკუთარ ტვიტერის გვერდზე.
მატჩის ბოლოს ჯეიმსს რენტგენი და ტერფის MRI ჩაუტარდა, რაც მისი ტრავმის სიმძიმეს დაადგენს და ცნობილი გახდება, რამდენი დროის გამოტოვება მოიწევს „მეფეს“.
შეგახსენებთ, რომ ლეიკერსს ტრავმის გამო გუნდის კიდევ ერთი სუპერვარსკვლავი ენტონი დევისი აკლია, ლებრონის გამოკლება კი გუნდისთვის დიდი დარტყმაა.





