ცოტა ხნის წინ ქართული რაგბის გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო სიახლე გახდა ცნობილი. რაგბის კავშირის ოფიციალური Facebook-გვერდი იუწყება, რომ 28 მარტს, საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის გასამართ მატჩს ქართველი გულშემატკივარიც დაესწრება.
შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და ტევადობის 30% დაიშვება. ზუსტი ციფრი ჯერჯერობით უცნობია, ამის შესახებ რაგბის კავშირი ინფორმაციას უახლოეს დღეებში გაავრცელებს. ცნობილია, რომ ბილეთების გაყიდვა მოხდება ონლაინ რეჟიმში.
„საქართველო vs რუმინეთი მესხზე!
ძვირფასო მეგობრებო 28 მარტს 15 საათზე თამაშია! ბორჯღალოსნები რუმინელ მუხებს მესხის სტადიონზე ერკინებიან!
რაც მთავარია მატჩს გულშემატკივრები დაესწრებიან!
თუმცა, ქვეყანაში მოქმედი კოვიდ 19-ის რეგულაციების შესაბამისად, მატჩის ბილეთების მხოლოდ 30 პროცენტი იქნება ხელმისაწვდომი!
მატჩის ბილეთებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას უახლოეს დღეებში მოგაწვდით!“ – ნათქვამია განცხადებაში.





