ლეიკერსის სუპერვარსკვლავმა ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა PepsiCo-სთან პარტნიორობის დაწყება ოფიციალურად დაადასტურა.
ამით „მეფემ“ პეპსის კონკურენტ კოკა-კოლასთან 17 წლიანი ურთიერთობის გაგრძელება გამორიცხა. ხელშეკრულებას ვადა გასული წლის სექტემბერში გაუვიდა და მხარეები პირობებზე ვერ შეთანხმდნენ.
აღსანიშნავია, რომ ჯეიმსი ხელს შეუწყობს Mountain Dew-ს ახალ ხაზს, სახელწოდებით MTN DEW RISE. ბრენდი NBA-ს ერთ-ერთი მთავარი სპონსორია მას შემდეგ, რაც 2015 წელს PepsiCo ლიგის პარტნიორი გახდა.
„როდესაც გავიგე, რას გულისხმობს სასმელის სახელი – რომ ჩვენ ყველანი ყოველდღე უნდა გავიზარდოთ – მივხვდი, რამდენად ახლოსაა ეს ჩემთან,” – თქვა NBA-ს 4 გზის ჩემპიონმა.
აღსანიშნავია, რომ ჯეიმსი ასევე PepsiCo-ს სხვა პროდუქტებსაც დაარეკლამებს.








