ბერგამოს „ატალანტამ“ საკუთარ და ზოგადად ფეხბურთის გულშემატკივრებს დიდი ხანია დაანახა, რომ ევროპულ სარბიელზე ღირსეულად გამოსვლა შეუძლია. იტალიურმა გუნდმა ეს ჯერ კიდევ შარშან დაამტკიცა, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე სულ ცოტა დააკლდა და „პსჟ„-სთან დრამატულ ბრძოში ბოლო წუთებზე წააგო.
მიმდინარე გათამაშებაში კი „ატალანტა“ მადრიდის „რეალს“ დაეჩაგვრინა. გასპერინის გუნდმა მადრიდელებთან ორივე მატჩი წააგო.
„ატალანტას“ მთავარი მწვრთნელი პიერო გასპერინი თავის გადაწყვეტილებებს არ ნანობს.
„ჩვენი გამოვარდნა რამდენიმე გარემოებამ განაპირობა. პირველ მატჩში გაშვებულმა გოლმა, ახლა კი პენალტმა და ა.შ.
ორივე მატჩის მიმდინარეობისას ბუნებრივია გარკვეული გადაწყვეტილებები მივიღე და არ ვნანობ. ყველაფერი რომ თავიდან იწყებოდეს ზუსტად იგივეს გავიმეორებდი. როდესაც „რეალს“ ხვდები იქ მომდევნო ეტაპის საგზურის მოპოვება ადვილი არ არის. სამწუხაროდ დავმარცხდით, თუმცა ტურნირს თავაწეულები ვტოვებთ.
ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობა ჩვენთვის დიდი გამოცდილებაა. შესანიშნავ გუნდებს ვეთამაშებით, რაც გვზრდის. ჯგუფში „აიაქსი“ ჩავტოვეთ და გვსურდა ეს თავგადასავალი კიდევ გაგრძელებულიყო, თუმცა უკვე ვეღარაფერს შევცვლით“ – ამბობს პიერ გასპერინი.





