როგორც მოსალოდნელი იყო, ყატარის პირველობაზე წარმატებით გამოსვლა ნიკოლოზ ბასილაშვილს მსოფლიო რეიტინგშიც დადებითად აესახა.
ცოტა ხნის წინ ATP-ის განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდა, სადაც ნიკა რამდენიმე საფეხურით დაწინაურდა. აქამდე 29 წლის ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგის 42-ე ნომერი იყო, განახლებულ სიაში კი 36-ე საფეხურზე აღზევდა.
ცვლილება მოხდა სამეულში. პირველ ადგილზე კვლავ ნოვაკ ჯოკოვიჩია, რაფაელ ნადალმა მეორედან მესამეზე გადაინაცვლა, მისი ადგილი კი რუსმა დანილ მედვედევმა დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა 13 მარტს ყატარის 250-იანი ტურნირი მოიგო. გზად ქართველმა ჩოგბურთელმა ლეგენდარული როჯერ ფედერერი დაამარცხა.








