ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას 250-იანი ტურნირის დაწყებამდე, ერთეულთა თანრიგში 42-ე პოზიციას იკავებდა, თუმცა ორშაბათიდან, ქართველი რეიტინგში 5 პოზიციით დაწინაურდება და მსოფლიოს 37-ე ჩოგანი გახდება.
მიუხედავად იმისა, რომ ტურნირი 250-იანია და გამარჯვებისთვის ბასილას წესით 250 ქულა უნდა აეღო, გასულ წელს მან ამ ტურნირზე 50 ქულა მოიპოვა, რომელიც წელს იმავე სტადიაზე გასვლით წარმატებით დაიცვა, მოგებისთვის კი კიდევ 200 დაიმატა.
რეიტინგში ამაღლების მიუხედავად, ბასილაშვილი თავისი საუკეთესო შედეგისგან ჯერ მაინც შორსაა – 2019 წელს ის რეიტინგში მე-16 პოზიციას იკავებდა და ჯერჯერობით, ეს მისი საუკეთესო მაჩვენებელია.





