ეროვნული ლიგის მესამე ტურის მეორე სათამაშო მეტად უგოლო გამოდგა. „თელავის“ და „სამგურალის“ მსგავსად, „დილა“ და „ლოკომოტივიც“ ერთამენთს უგოლო ფრით გაეყარნენ.
მიუხედავა ნულოვანი ფრისა, მატჩი მაინც თვალსასეირო და მომენტებით დახუნძლული გამოდგა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ გორში მეკარეები ბენეფისი ვიხილეთ. მასპინძელთა და სტუმართა რიგებიდან თუ ვინმეს გამორჩევა შეიძლება, უდავოდ ლუკა გუგეშაშვილი და გიორგი მამარდაშვილია. ამ უკანასკნელმა მატჩის მიწურულს საერთოდ პენალტიც მოიგერია და შეიძლება ითქვას „ლოკომოტივი“ მარცხს გადაარჩინა. 11 მეტრიანი დარტყმა კი გორელთაგან ირაკლი ბიძინაშვილმა გააცუდა.

გოლის გატანის რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდათ გია ჭიაბრიშვილის შეგირდებსაც, მაგრამ როგორც უკვე ვთქვით მოწოდების სიმაღლეზე იყო გორელთა კიპერი ლუკა მამარდაშვილი.
აქვე ისიც ვთქვათ, რომ გორის „დილა“ 3 ტურის შემდეგ საერთოდაც გოლგაუშვებელია და სატურნირო ცხრილსაც 7 ქულით ლიდერობს.
მომდევნო ტურში გორელები 14 მარტს სტუმრად „სამგურალის“ წინააღმდეგ გამართავენ, ხოლო „ლოკომოტივი“ ქობულეთის „შუქურას“ მიიღებს.





