სანდრო მამუკელაშვილი Big East-ის კონფერენციის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა. ის კონფერენციის ყველა გუნდის მწვრთნელმა დაასახელა, რაც იშვიათი შემთხვევა და დიდი აღიარებაა. სანდრო სიმბოლურ ხუთეულში თავის, მძიმე ფორვარდის პოზიციაზე მოხვდა, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ ქართველი კალათბურთელი კონფერენციის საუკეთესო 4 ნომერია.
საინტერესოა, რომ სეტონ ჰოლის კალათბურთელი საუკეთესოთა შორის ბოლო 5 წელიწადში მეოთხედ მოხვდა. გასულ წლებში ამ წარმატებას მაილს პაუელმა (2019, 2020), ანხელ დელგადომა (2017) და აიზია უაიტჰედმა (2016) მიაღწიეს. წლეულს მამუკელაშვილის გარდა, ერთხმად მხოლოდ 1 კალათბურთელი აირჩიეს – ვილანოვას ჯერემია რობინსონ-ეარლი.





