ხაბიბ ნურმაგომედოვი ლას-ვეგასში გამართულ UFC 259-ის ბრძოლების დროს ოქტოგონთან იყო, ოღონდ გარეთ და არა შიგნით. დაღესტნელი მებრძოლი თავისი მეგობრის ისლამ მახაჩევის სეკუნდანტად მოგვევლინა და მას დრიუ დობერთან გაამარჯვებინა კიდეც.
რა თქმა უნდა, ლას-ვეგასში იყო UFC-ის პრეზიდენტი დანა უაითი, რომელიც ხაბიბის აქტიური სპორტიდან წასვლის დღიდან, მის დასაბრუნებლად იღწვის. უაითმა ნურმაგომედოვის მოთაფვლვა როგორ არ სცადა, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ.
„გაინტერესებთ ხაბიბს აქ შევხვდი თუ არა? დიახ, თავისთავად. ჩვენ ვისაუბრეთ და მე მას შევთავაზე რას ფიქრობდა სექტემბერში თუ ბრძოლას დავუგეგმავდი. რა მიპასუხა? შემომხედა და უბრალოდ გაეცინა. ამის შემდეგ ჩვენ უბრალოდ მეგობრულად ვივახშმეთ“ – ამბობს დანა უაითი.
შეგახსენებთ, ხაბიბ ნურმაგომედოვმა კარიერის დასრულების შესახებ 2020 წლის ოქტომბერში გამოაცხადა.





