უკრაინული პოლტავის „ვორსკლას“ ოფიციალური გვერდი საშინელ ამბავს ავრცელებს, 20 წლის უნიჭიერესმა ვინგერმა გიორგი წიტაიშვილმა ფეხი მოიტეხა და მოედანს 2-დან 3 თვემდე ვერ დაუბრუნდება.
ახალგაზრდა შემტევმა ტრავმა უკრაინის ჩემპიონატის მე-17 ტურში „მარიუპოლთან“ (1:0) მოგებულ მატჩში მიიღო.
„რაც არ გკლავს, გაძლიერებს. მადლობა მხარდაჭერისთვის,“ – დაწერა გიორგიმ.
როგორც მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ გიორგიმ საქართველოს მოქალაქეობის მიღებას და ჩვენს ნაკრებში თამაში მოინდომა, რასაც უკრაინელების მხრიდან დიდი პროტესტი და რიგ შემთხვევაში მისი დაშანტაჟების მცდელობაც მოჰყვა.
Prime Sport-ის გუნდი გიორგის მალე გამოჯანმრთელებას და მოედანზე ჩვეულ სტილში დაბრუნებას უსურვებს.





