გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსი ნიუ იორკს ესტუმრა და Madison Square Garden-ში ადგილობრივ ნიქსთან დაძაბულ ბრძოლაში 107:110 დამარცხდა.
ქართველ ცენტრს ბოლო თამაშებში სათამაშო დრო ფაქტობრივად არ ეძლეოდა და სასიამოვნოა, რომ ამ შეხვედრაში პარკეტზე 11 წუთი გაატარა, რა დროშიც 5 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება დააგროვა.
🗣 COUNT THE BUCKET pic.twitter.com/FhRFiSlE3t
— Indiana Pacers (@Pacers) February 28, 2021
გამოსარჩევი იყო მისი დაფარება, გოგამ სამწამიანში ვეტერანი ტაჯ გიბსონი არ შეატარა.
NOT IN GOGA'S PAINT 🙅♂️ pic.twitter.com/JAlfuImf3K
— Indiana Pacers (@Pacers) February 28, 2021
ინდიანაპოლისელთათვის ეს ზედიზედ მესამე მარცხი იყო, გუნდი 15 მოგებით და 17 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ბითაძის გუნდი 2 მარტს ფილადელფია სიქსერსი წინააღმდეგ გამართავს.





