საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პირველი არხის ეთერში, გადაცემა „ტაიმაუტში“ სტუმრობისას განაცხადა, რომ ის, თავის ასისტენტებთან ერთად თბილისის ცენტრში ცხოვრებას გეგმავს.
„ჩემს ასისტენტებთან ერთად თბილისის ცენტრში ცხოვრება მინდა. არ გვსურს სასტუმროში ცხოვრება, რადგან გვინდა მაქსიმალურად შევიგრძნოთ ქართველი ხალხის კულტურა. გულშემატკივრები ძალიან ხშირად გვიხილავენ თბილისის და ბათუმის ქუჩებში, ასევე სხვა ქალაქებშიც“, – აღნიშნა ვილი სანიოლიმ.





